საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე თანამდებობას ტოვებს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტს რამდენიმე წყარომ პირად საუბრებში დაუდასტურა, ზურაბ ალავიძეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეცვლის.
ოფიციალური განცხადება საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებაზე უახლოეს დღეებში გაკეთდება.
ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე ალავიძე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა.
რაც შეეხება მაია ცქიტიშვილს, ის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე 2012 წლის 1-ელი ნოემბრიდან მუშაობს.