ზურა ჯაფარიძე - მეორედ ჩამისაფრდნენ, ამჯერად, დღისით, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემკენ, ჰაერში ვისროლე და დავემუქრე
მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად – დღისით, ჰაერში ვისროლე და დავემუქრე, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს.
ჯაფარიძის თქმით, ინციდენტის დროს გარშემო ბევრი მოწმე იყო.
„მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად – დღისით. „გირჩი ტვ“-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული. ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემკენ.
ასევე გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას. ჰაერში ვისროლე და დავემუქრე, პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე, სად შეძვრა. ეს „მერსედესი“ ადგილზე დაბუქსავდა და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში. ბევრი მოწმე იყო გარშემო, დაადასტურებენ, რასაც ვწერ, თუ საჭირო გახდა“, – აღნიშნავს ჯაფარიძე.