ზურა ჯაფარიძე - ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, ყაველაშვილის სჯერა თუ ევროკავშირის, ყაველაშვილთან ერთად უნდა რუსეთის გუბერნიაში დარჩენა თუ ევროკავშირში უნდა
ზურა ჯაფარიძე - ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, ყაველაშვილის სჯერა თუ ევროკავშირის, ყაველაშვილთან ერთად უნდა რუსეთის გუბერნიაში დარჩენა თუ ევროკავშირში უნდა

დასანქცირება ჩვენს ხელში არ არის, ჩვენი ბერკეტი არ არის, ეს გადასაწყვეტია დასავლეთის ქვეყნების, რომლებიც ახლა ძალიან სკულპუროზულად გვიყურებენ, აკვირდებიან, რა მოხდება ამ კანონთან დაკავშირებით, ამასთან, აკვირდებიან, რომ კანონის მიღება პრობლემურია, ეს არ არის ჩვენი ინტერპრეტაცია, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ზურა ჯაფარიძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას: „ხალხის ძალის“ კანონს პირველი მოსმენით ვინც დაუჭერს მხარს, მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებთან ერთად დასანქცირდეს“.

ჯაფარიძის თქმით, ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს ევროკავშირის სჯერა თუ მიხეილ ყაველაშვილის.

„გაცხადებული გვაქვს, რომ ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, ნატო-სკენ და იმ სივრციდან, მგონი, აღარ დარჩა ადამიანი, ვინც არ გვითხრა, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის ამ გზას. ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, ყაველაშვილის სჯერა თუ ევროკავშირის. ყაველაშვილთან ერთად უნდა რუსეთის გუბერნიაში დარჩენა თუ ევროკავშირში უნდა. ძალიან მარტივი ამბავია და კითხვის ნიშნები აღარ არსებობს“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.