ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში თხილის ქარხანა, შპს ტურალ გრუპი დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, 50 ათასი ლარია წაღებული.
როგორც პირველ არხს ქარხნის ერთ-ერთმა მეპატრონემ, მაია მიქავამ განუცხადა, სამუშაო საათებში, ქარხანაში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელთაც ჰაერში გაისროლეს.
როგორც მიქავა ამბობს, შეიარაღებული პირები შპს ტურალ გრუპის ერთ-ერთ მეპატრონეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.