ზუგდიდში ყაჩაღობაში ბრალდებული დააკავეს
ზუგდიდში ყაჩაღობაში ბრალდებული დააკავეს

ზუგდიდში ყაჩაღობის ბრალდებით 1968 წელს დაბადებული ი. გ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.გ.-მ ზუგდიდში, გუშინ, 31 დეკემბერს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანო ორგანიზაცია “ლენდო” დააყაჩაღა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 1000 ლარზე მეტი თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

პოლიციამ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ყაჩაღობის შედეგად გატაცებული თანხის ნაწილი და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო უკვე მეორედ დააყაჩაღეს.