ზუგდიდში, სუპერმარკეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს
ზუგდიდში, სუპერმარკეტ „ნიკორაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
4 მარტს ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე ნასვამმა პირებმა „ნიკორას“ მაღაზია დააზიანეს და ადგილზე მყოფ პერსონალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
შსს ფაქტს საქართველოს სსკ-ის 239-ე, ხულიგნობის მუხლით იძიებს.