ზუგდიდში, სუპერმარკეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს

10:14, 06.03.2019

ზუგდიდში, სუპერმარკეტ „ნიკორაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

4 მარტს ზუგდიდში, ​სოხუმის ქუჩაზე ნასვამმა პირებმა „ნიკორას“ მაღაზია დააზიანეს და ადგილზე მყოფ პერსონალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შსს ფაქტს საქართველოს სსკ-ის 239-ე, ხულიგნობის მუხლით იძიებს.

მსგავსი