ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ერთ-ერთ სუპერმარკეტი დააყაჩაღეს. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ნიღბიანმა და ცივი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა სუპერმარკეტის მოლარეს 150 ლარი წაართვა და მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ დამნაშავის დასაკავებლად.