ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში დღეს, 16:00 საათზე ახალი ხიდი გაიხსნება.
ხიდის მშენებლობაზე 250 000 ლარი დაიხარჯა და ის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.
სამშენებლო სამუშაოები კომპანია „ზიმომ“ ჩაატარა. სოფელ ოქტომბერში ხიდი გასული საუკუნის 80-იან წლებში დაინგრა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას სავარგულებამდე მისასვლელი გზა არ ჰქონდა. ხიდის გახსნას ფონდ „ქართუს“ დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე დაესწრებიან.