ზუგდიდის სოფელ ნაცატუში გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ წალენჯიხა-ზუგდიდის საავტომობილო გზა გადაკეტეს.
როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, პოლიციამ გზის გახსნა მოითხოვა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აქციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან გააგრძელებენ.