ზუგდიდის სოფელ ნაცატუში გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს

12:35, 07.09.2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ წალენჯიხა-ზუგდიდის საავტომობილო გზა გადაკეტეს.

როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, პოლიციამ გზის გახსნა მოითხოვა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, აქციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან გააგრძელებენ.

მსგავსი