ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს და სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს.

მეზობლების თქმით, ღვინჯილიების ოჯახი სოციალურად დაუცველია და ისინი ღია ცის ქვეშ დარჩნენ.

ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.