ზუგდიდში საბავშვო მოედნები და კორპუსის ეზოები სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი მიმდინარეობს, – ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სპეციალური ხსნარით საბავშვო მოედნები და მრავალბინიანი კორპუსის ეზოები მოირეცხა.
სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა გაეცნო.
„ზუგდიდში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები სისტემატურად ჩატარდება“, – აღნიშნავენ ზუგდიდის მერიაში.