ზუგდიდში საბავშვო მოედნები და კორპუსის ეზოები სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა

01:38, 14.09.2020

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი მიმდინარეობს, – ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალური ხსნარით საბავშვო მოედნები და მრავალბინიანი კორპუსის ეზოები მოირეცხა.

სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა გაეცნო.

„ზუგდიდში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები სისტემატურად ჩატარდება“, – აღნიშნავენ ზუგდიდის მერიაში.

მსგავსი