ზუგდიდში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო [ფოტო]
ზუგდიდში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო [ფოტო]

ზუგდიდში, სკეიტ-პარკში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ზუგდიდიდან იუწყება.

დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს სკეიტ-პარკში შეკრებილ საზოგადოებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა საზეიმო კონცერტი გამართეს. საახალწლო ნაძვის ხე კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატარებთან ერთად აანთო.

საახალწლოდ ზუგდიდში მორთულია ცენტრალური ქუჩები და ბულვარი. განსაკუთრებით ლამაზია დადიანების სასახლის ეზო. ზუგდიდში საახალწლოდ დაგეგმილია საშობაო გამოფენა-გაყიდვა, საახალწლო სოფელი და კონცერტები.