ზუგდიდში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.