ზუგდიდში მკვლელობა მოხდა

21:39, 20.11.2022

ზუგდიდში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.

მსგავსი