ზუგდიდში მიკროავტობუსის მძღოლები გამაფრთხილებელ აქციას მართავენ.
მძღოლები აცხადებენ, რომ მათ არა აქვთ მუშაობის საშუალება, რადგანაც ზუგდიდში ძალიან ბევრი კერძო ავტოსადგური გაიხსნა.
როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე მურმან ჩალაძე აცხადებს, მძღოლები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.
„აქცია გამაფრთხილებელია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, აქცია მიიღებს უფრო მასშტაბურ ხასიათს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.