ზუგდიდში მიკროავტობუსის მძღოლები აქციას მართავენ

11:41, 04.05.2018

ზუგდიდში მიკროავტობუსის მძღოლები გამაფრთხილებელ აქციას მართავენ.

მძღოლები აცხადებენ, რომ მათ არა აქვთ მუშაობის საშუალება, რადგანაც ზუგდიდში ძალიან  ბევრი კერძო ავტოსადგური გაიხსნა.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე მურმან ჩალაძე აცხადებს, მძღოლები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

„აქცია გამაფრთხილებელია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, აქცია მიიღებს უფრო მასშტაბურ ხასიათს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მსგავსი