ზუგდიდში კორონავირუსზე გამოკვლეული 404 მოქალაქიდან ინფექცია არც ერთს დაუდასტურდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 404 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა პასუხი უარყოფითია.
გამოკვლეულებს შორისაა, ცხელების ცენტრების 23 პაციენტი, სამედიცინო პერსონალის 37 წარმომადგენელი, შსს-ს 237 თანამშრომელი, ფოთის საბაჟოს 70 თანამშრომელი, 27 მძღოლი.
ასევე, ზუგდიდში კორონავირუსზე შემოწმდა ორი პირი კარანტინიდან და ექვსი თვითიზოლაციიდან.