ზუგდიდში კორონავირუსზე გამოკვლეული 404 მოქალაქიდან ინფექცია არც ერთს დაუდასტურდა

09:55, 05.08.2020

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 404 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა პასუხი უარყოფითია.

გამოკვლეულებს შორისაა, ცხელების ცენტრების 23 პაციენტი, სამედიცინო პერსონალის 37 წარმომადგენელი, შსს-ს 237 თანამშრომელი,  ფოთის საბაჟოს 70 თანამშრომელი, 27 მძღოლი.

ასევე, ზუგდიდში კორონავირუსზე შემოწმდა ორი პირი კარანტინიდან და ექვსი თვითიზოლაციიდან.

მსგავსი