ზუგდიდში კორონავირუსზე 267 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 267 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია.
მათივე ინფორმაციით, გამოკვლეულია ცხელების ცენტრების 17 პაციენტი, 103 მედპერსონალი, ოთხი ადამიანი თვითიზოლაციიდან, კარანტინიდან- 87, შსს-ს 14 თანამშრომელი და 42 მძღოლი.