ზუგდიდში კორონავირუსზე 267 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

10:00, 01.08.2020

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 267 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია.

მათივე ინფორმაციით, გამოკვლეულია ცხელების ცენტრების 17 პაციენტი, 103 მედპერსონალი,  ოთხი ადამიანი თვითიზოლაციიდან, კარანტინიდან- 87, შსს-ს 14 თანამშრომელი და 42 მძღოლი.

მსგავსი