ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული 70 წლამდე ასაკის მამაკაცია.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ინფიცირებული პირი ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან 12 ივნისს შემოვიდა. ის შემოსვლისთანავე გადაიყვანეს კარანტინში, ჩაუტარდა „პისიარ“ კვლევა, რომლის უარყოფითი პასუხის შემდგომ, 14 ივნისს დროებით გაათავისუფლეს კარანტინიდან, რის მიზეზადაც ძმის გარდაცვალება სახელდება. ის გასვენებაში ზუგდიდში იმყოფებოდა.

გუშინ მამაკაცს ჩაუტარდა ხელახალი ტესტირება და რადგანაც შემთხვევა საეჭვო იყო, რუხის კლინიკაში გადაიყვანეს.

ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტებიდან შვიდი პირი გადაყვანილია კარანტინში და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.