ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 83 პირის ნიმუში გაიტესტა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
83 ტესტიდან ათი ცხელების ცენტრების პაციენტი იყო, 24 – სამედიცინო პერსონალი, შსს-ს 19 თანამშრომელი, ფოთის საბაჟოს 28 თანამშრომელი, ორი პირი საკარანტინო სივრციდან.
ამასთან, ტესტირებულთაგან ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი იყო, რომელსაც „კოვიდ-19“ აღარ დაუფიქსირდა და ის გამოჯანმრთელებულად ითვლება.