ზუგდიდში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა
ზუგდიდში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 83 პირის ნიმუში გაიტესტა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

83 ტესტიდან ათი ცხელების ცენტრების პაციენტი იყო, 24 – სამედიცინო პერსონალი, შსს-ს 19 თანამშრომელი, ფოთის საბაჟოს 28 თანამშრომელი, ორი პირი საკარანტინო სივრციდან.

ამასთან, ტესტირებულთაგან ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი იყო, რომელსაც „კოვიდ-19“ აღარ დაუფიქსირდა და ის გამოჯანმრთელებულად ითვლება.

დატოვე კომენტარი