ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივების განცხადებით, ცეცხლი კორპუსის ჭერზე ელექტროსადენებს გაუჩნდა და შემდეგ მესამე სართულზე გავრცელდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა ორი საცხოვრებელი ბინის კედლების ნაწილი.
ამასთან, რამდენიმე საათით ადრე, ამავე კორპუსში გაზის ავზი აალდა და ერთი ბინა ნაწილობრივ დაიწვა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.