ზუგდიდში გამოკვლეული 91 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 91 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, კორონავირუსზე ყველას პასუხი უარყოფითია. მათ შორის, 42 წლის კოვიდინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კლასტერიდან ტესტი რვა ადამიანს ჩაუტარდა.
გამოკვლეული პაციენტებიდან ერთი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან იყო, 11 „ცხელების ცენტრების“ პაციენტი, დანარჩენი 71 კი რეგიონის სამედიცინო პერსონალი.