ზუგდიდში გამოკვლეული 91 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

22:32, 18.05.2020

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 91 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, კორონავირუსზე ყველას პასუხი უარყოფითია. მათ შორის, 42 წლის კოვიდინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კლასტერიდან ტესტი რვა ადამიანს ჩაუტარდა.

გამოკვლეული პაციენტებიდან ერთი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან იყო, 11 „ცხელების ცენტრების“ პაციენტი, დანარჩენი 71 კი რეგიონის სამედიცინო პერსონალი.

მსგავსი