ზუგდიდში გამოკვლეული 272 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 272 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. ყველა პასუხი უარყოფითია.
გამოკვლეულებს შორისაა, ცხელების ცენტრების 15 პაციენტი, სამედიცინო სფეროს 43 წარმომადგენელი, შსს-ს 143 თანამშრომელი, სამი მძღოლი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი პირი 11 პირი,
ასევე, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს კარანტინიდან 47, თვითიზოლაციიდან კი 10 მოქალაქე.