ზუგდიდში გამოკვლეული 272 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

10:57, 20.08.2020

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 272 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. ყველა პასუხი უარყოფითია.

გამოკვლეულებს შორისაა, ცხელების ცენტრების 15 პაციენტი, სამედიცინო სფეროს 43 წარმომადგენელი, შსს-ს 143 თანამშრომელი, სამი მძღოლი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი პირი 11 პირი,

ასევე, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს კარანტინიდან 47, თვითიზოლაციიდან კი 10 მოქალაქე.

მსგავსი