ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 34 პირის ნიმუში გამოიკვლიეს.
გამოკვლეულთა შორის ცხრა ცხელების ცენტრის პაციენტია, ერთი რეგიონის მედპერსონალი, 19 კარანტინის სივრციდან, ხუთი – თვითიზოლაციიდან.
33 სინჯის პასუხი უარყოფითია. ერთის შემთხვევაში კი, კოვიდდადასტურებული პაციენტის შუალედური კვლევის შედეგი დადებითი დაფიქსირდა. პაციენტი რუხის კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.