საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 413 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა.
მათ შორის შვიდი იყო „ცხელების ცენტრების“ პაციენტი, 321 რეგიონის მედპერსონალი, 20 საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი, ოთხი თვითიზოლაციაში, ექვსი შსს-ს თანამშრომელი, 42 მძღოლი, ხოლო 13 დიალიზზე მყოფი პირი.
ყველა პასუხი უარყოფითია. შესაბამისად, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.