ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 236 პირის ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა პასუხი უარყოფითია.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 236 მოქალაქიდან ცხელების ცენტრების პაციენტი იყო – 16, რეგიონის მედპერსონალი – 179, მძღოლი – 35, კარანტინიდან კი, ექვსი ადამიანი.