ზუგდიდში გამოკვლეულ 236 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

09:53, 16.07.2020

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 236 პირის ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა პასუხი უარყოფითია.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 236 მოქალაქიდან ცხელების ცენტრების პაციენტი იყო – 16, რეგიონის მედპერსონალი – 179, მძღოლი – 35, კარანტინიდან კი, ექვსი ადამიანი.

მსგავსი