ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღეს ზუგდიდში დღეს აღნიშნავს. ღონისძიების ფარგლებში, სკეიტპარკი ერთი დღით „ევროსოფლად“ გადაიქცა.
სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ევროკავშირის ისტორიას. ასევე, გაიგონ, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის. იმართება წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრები. თამაშების მონაწილეებს გადაეცემათ პრიზები. საღამოს ღია ცის ქვეშ ფილმის ჩვენება გაიმართება.
ევროპის დღე ყოველ წელს აღინიშნება. წლევანდელი ღონისძიების თემაა – „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა“, რომელიც იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომლებსაც ევროკავშირი და ზოგადად ევროპა აერთიანებს.