ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე, ე.წ. ახალ გზაზე ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული ოდენობის თანხა.
ამასთან, თავდამსხმელებმა ბენზინგასამართი სადგურიდან წაიყვანეს ერთ-ერთი ავტომობილი, რომელიც შსს-მ მოგვიანებით ზუგდიდის სოფელ უჩაშონაში იპოვა.
შსს-ს წარმომადგენლების მიერ მანქანა უკვე გადაყვანილია სპეციალურ სადგომზე.
ბენზინგასამართ სადგურზე დილიდან მუშაობდნენ კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.