ზუგდიდში ძმამ და დაჭრა
ზუგდიდში ძმამ და დაჭრა

ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალი საკუთარმა ძმამ დაჭრა.

როგორც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში პირველ არხს განუცხადეს, დაზარალებულს ცივი იარაღით აქვს მიყენებული ორი ჭრილობა, გულმკერდისა და მკლავის არეში.

ექიმების ინფორმაციით, ჭრილობები უკვე დამუშავებულია, არც ერთი არ არის შეღწევადი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, და-ძმას შორის კონფლიქტი ოჯახურ დავას მოჰყვა.

მამაკაცი დაკავებულია და საპატრულო პოლიციაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე აღძრულია სსკ-ის მე-11-117 მუხლით.