ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში, აგრარული ბაზრის წინ, მიწისქვეშა გადასასვლელში ახალგაზრდა მამაკაცი ბასრი საგნით დაჭრეს. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში. როგორც მორიგე ექიმი პაპუნა შონია ამბობს, დაჭრილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას დაზიანებული აქვს ფილტვი.

შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რომელიც ორი, ან მეტი პირის მიმართაა ჩადენილი.

უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.