ზუგდიდიში ძლიერმა წვიმამ და ქარბორბალამ პრობლემები შექმნა. მოგლეჯილია ათეულობით ხე, დაზიანებულია გაზსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები. რესპუბლიკური საავადმყოფოს პარკინგზე ქარისგან მოგლეჯილმა ხემ სამი ავტომობილი დააზიანა, მანქანები დაზიანებულია სხვა ტერიტორიაზეც.
ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის უმეტეს უბნებსა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს. ასევე პრობლემებია გაზის მიწოდების კუთხითაც.
ქალაქის მთელ ტერიტორიაზე მუშაობენ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.