ზუგდიდში, გამსახურდია გამზირზე ყაჩაღობა მოხდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაყაჩაღებულია ჩაის სახლი – კაფე „ალერტი“, რომელშიც თვითმხილველების განცხადებით, პირი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და თანხა გაიტაცა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.