ზუგდიდში ჩაის სახლი დააყაჩაღეს

20:51, 22.06.2018

ზუგდიდში, გამსახურდია გამზირზე ყაჩაღობა მოხდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაყაჩაღებულია ჩაის სახლი  – კაფე „ალერტი“, რომელშიც თვითმხილველების განცხადებით, პირი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და თანხა გაიტაცა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მსგავსი