ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
გამსახურდიას ქუჩაზე მოძრავი „ფოლქსვაგენის“ მარკის ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.