ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

22:04, 05.01.2021

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

გამსახურდიას ქუჩაზე მოძრავი „ფოლქსვაგენის“ მარკის ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი