ზუგდიდი-ანაკლიის ავტომაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ზუგდიდი-ანაკლიის ავტომაგისტრალზე, განმუხურის გადასახვევთან „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი სამი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.
მანქანაში მყოფი ახალგაზრდები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუდან იყვნენ.