ზუგდიდი-ანაკლიის ავტომაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ზუგდიდი-ანაკლიის ავტომაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ზუგდიდი-ანაკლიის ავტომაგისტრალზე, განმუხურის გადასახვევთან „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი სამი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

მანქანაში მყოფი ახალგაზრდები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუდან იყვნენ.