ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ხუბულავას ქუჩაზე, ე.წ. ახალ გზაზე მოპედით მოძრავი ახალგაზრდა მამაკაცი გარე განათების ბოძს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.