ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაიღუპა

19:27, 09.09.2021

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ხუბულავას ქუჩაზე, ე.წ. ახალ გზაზე მოპედით მოძრავი ახალგაზრდა მამაკაცი გარე განათების ბოძს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი