ზუგდიდში არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი, ასევე არასრულწლოვანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
არასრულწლოვანი ნ.ჩ. ზუგდიდში, მინი-სტადიონზე 14 მარტს დაჭრეს. ბრალდებული ჭ. ტ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.