ზუგდიდში არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ზუგდიდში არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი, ასევე არასრულწლოვანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

არასრულწლოვანი ნ.ჩ. ზუგდიდში, მინი-სტადიონზე 14 მარტს დაჭრეს. ბრალდებული ჭ. ტ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრია.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.